რუსთავში კომპანია „აჭარა ტექსტილის“ ახალი სამკერვალო საწარმო გაიხსნა.

თანამედროვე აღჭურვილობითა და დასაქმების მაჩვენებლებით გამორჩეული საწარმო აშენდა რეკორდულ ვადებში – 4 თვის განმავლობაში მიდიოდა მშენებლობა და ერთი თვე დასჭირდა საწარმოს გაწყობა-ამოქმედებას, სწორედ პანდემიის დროს და იმ ანტიკრიზისული ღონისძიებების წყალობით, რომელიც ხელისუფლებამ გაატარა.

კომპანია „ქართლი ტექსტილს“ სამკერვალო საწარმოს ასაშენებლად სახელმწიფომ მიწა მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით სიმბოლურ ფასად – 1 ლარად გადასცა. საწარმოს მშენებლობაში 20 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც 10 მლნ ლარი პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში აღებული სესხია.

კომპანია „აჭარა ტექსტილი“ წლების მანძილზე თანამშრომლობს ცნობილ მსოფლიო ბრენდებთან, მათ შორის ისეთებთან, როგორიცაა Nike, ADIDAS, Lotto, Erima, New Balance და Under Armour. კომპანია 100%-ით ექსპორტზეა ორიენტირებული და წლიურად 15 000 000-ზე მეტი ერთეული პროდუქციის წარმოებას და ექსპორტს ახორციელებს.

თურქული ინვესტიციით შექმნილი საწარმო 4 000 სამუშაო ადგილს შექმნის რუსთავსა და გარდაბანში.

Previous articleქუთაისს EURO 5-ის თანამედროვე სტანდარტების 36 ავტობუსი გადაეცა
Next articleაღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ქუთაისის შემოვლითი გზის დამატებით 12-კილომეტრიანი ახალი 2 ზოლი გაიხსნა