2020 წელს კახეთის რეგიონის მასშტაბით, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით, 160 კმ-მდე გზაზე ასფალტო-ბეტონის საფარი დაიგო, მოეწყო და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 15-მდე სახიდე გადასასვლელს.
აგრეთვე, საგზაო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად განხორციელდა შუქნიშნების, სიჩქარის შემზღუდავი ბარიერებისა და საგზაო ნიშნების მოწყობის სამუშაოები.
მიმდინარე წელს რეგიონში ასფალტის საფარი დაიგო ისეთ ადგილებზე, სადაც საგზაო ინფრასტრუქტურა მანამდე არ მოწესრიგებულა.