ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში ბარათაშვილის ქუჩისა და მალთაყვის სანაპირო ზოლის დამაკავშირებელ ახალ გზას მალე ფაზისის ქუჩა დაუკავშირდება.

ფაზისის ქუჩაზე საავტომობილო გზისა და ტროტუარების კეთილმოწყობის სამუშაოებთან ერთად ახალი მონაკვეთის მშენებლობა იგეგმება, რომელიც მალთაყვის სანაპირო ზოლთან დამაკავშირებელ გზას შეუერთდება.

ფაზისის ქუჩის რეაბილიტაციისა და ახალი მონაკვეთის მშენებლობის სამუშაოების ღირებულება 1 383 024 ლარია.

პროექტს შპს „ჯორჯიან ბილდი“ აწარმოებს. ხელშეკრულების ფარგლებში კომპანია ბესიკის, კოლხეთის, შალვა ამირანაშვილის, ალექსანდრე მოწერელიას, მემედ აბაშიძის, ქორქიას ქუჩების მონაკვეთების რეაბილიტაციო სამუშაოებსაც ახორციელებს.

ხელშეკრულების საერთო ღირებულება 3 762 884 ლარს შეადგენს.

Previous articleლენტეხის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჟახუნდერში, საავტომობილო გზის ბეტონის საფარით მოწყობა დასრულდა
Next article2020 წელს კახეთის რეგიონის მასშტაბით საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით არაერთი სამუშაო ჩატარდა