თბილისში მდებარე 63 საჯარო ბაგა-ბაღში თანამედროვე სტანდარტის შესაბამისი სახანძრო უსაფრთხოების სისტემების მონტაჟი დაიწყო. პროექტის ფარგლებში, თითოეულ ობიექტზე მიმდინარეობს ელექტროქსელების გაყვანა და სახანძრო დეტექტორების მონტაჟი. აღრიცხულია ის ოცამდე ბაგა-ბაღიც, სადაც ცეცხლმაქრების კომპლექტები დაემატება.

სახანძრო სისტემების მთავარი მახასიათებელია სამისამართო სიგნალიზაცია, რაც საშუალებას აძლევს ადმინისტრაციას, ხანძრის შემთხვევაში, მართვის პულტის მეშვეობით, მყისიერად დააფიქსიროს განგაშის ადგილომდებარეობა და უმოკლეს დროში მოახდინოს ხანძრის ლიკვიდაცია.

თანამედროვე სტანდარტის სახანძრო სისტემა უკვე დამონტაჟებულია და მუშაობს თბილისის 43 საჯარო ბაგა-ბაღში.

Previous articleMAN-ის ახალი ავტობუსები უახლოეს მომავალში თბილისში შემოვა
Next articleსაგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური შენობა-ნაგებობების სახანძრო უსაფრთხოებაზე შეამოწმებას იწყებს