საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური 14 თებერვლიდან საქართველოს მასშტაბით სახანძრო უსაფრთხოების კუთხით კანონით განსაზღვრული შენობა-ნაგებობების შემოწმებას იწყებს

უწყების ცნობით, „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” შეტანილი ცვლილებების შემდეგ სახანძრო უსაფრთხოების შემოწმებას დაექვემდებარა თითქმის ყველა შენობა-ნაგებობა და მნიშვნელოვნად გაიზარდა სანქციები.

შემოწმება სამ ეტაპად განხორციელდება. პირველ ეტაპზე გაიცემა რეკომენდაციები და ყველა მფლობელს მიეცემა გონივრული ვადა მათ შესასრულებლად. განმეორებითი შემოწმებისას მოხდება რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი. ხოლო მესამე, საკონტროლო შემოწმებისას, რეკომენდაციების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ამოქმედდება კანონით გათვალისწინებული სანქციები.

სახანძრო უსაფრთხოების წესებისა და პირობების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნის დარღვევა ან შეუსრულებლობა 500-დან 10 000 ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს.

Previous articleთბილისის 63 საბავშვო ბაღში თანამედროვე სახანძრო უსაფრთხოების სისტემები დამონტაჟდება
Next articleსაქართველოსა და ჰონგ კონგს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ძალაში შევიდა