ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ იმირხევში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის პირველი ეტაპის ფარგლებში, რეაბილიტაცია უკვე ჩაუტარდა 860 გრძივი მეტრის გზას. ამჟამად კი 350 მეტრი გზის მონაკვეთის მოწყობა მიმდინარეობს.
სამუშაოები მაღალამთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა და ჯამში, 700 000 ლარზე მეტი დაიხარჯება.
პროექტის ფარგლებში, სანიაღვრე სისტემისა და ასფალტის საფარის მოწყობა იგეგმება. ათეულობით წელია, აღნიშნული გზა არ შეკეთებულა და ადგილობრივებს აქამდე ამორტიზირებული საგზაო ინფრასტრუქტურით უწევდათ სარგებლობა. პროექტი წლის ბოლოს დასრულდება.