ანტიკრიზისული პაკეტის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის გეგმასთან ერთად აჭარაში ამოქმედდება კონკრეტული ღონისძიებები, რომელიც მიზნად ისახავს მოქალაქეების, თვითდასაქმებულების, ბიზნესის მხარდაჭერას.
ასევე, აჭარის მთავრობის ინიციატივით ამოქმედდა ბიზნესის ხელშეწყობის სხვადასხვა მექანიზმი.
შემუშავებული გეგმის მიხედვით, ყველა მოიჯარეს, რომელსაც შესაბამისი მიმდინარე ხელშეკრულება აქვს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთან, საქვეუწყებო დაწესებულებებთან, დამატებით, 3 თვით გათავისუფლდებიან საიჯარო გადასახადისგან.
გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ე.წ. ხოფის ბაზრობის მოვაჭრეების ბედი და ამ მიმართულებითაც როგორც პირველ ეტაპზე, ახლაც 3 თვით მოხდება გადასახადებისგან გათავისუფლება.