ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, სოფელში 1350 გრძივ მეტრზე თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისი ბეტონის გზა და სანიაღვრეები მოეწყო.
პროექტი „რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა“ და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა.
პროექტის სრულმა ღირებულებამ 643 488 ლარი შეადგინა.