გორის მუნიციპალიტეტის სოფელებში, წედისში, ბნავისსა და ოლოზში სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია დაიწყო.
პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფიფნასებით ხორციელდება, რაზეც 2 მილიონამდე ლარია გათვალისწინებული.
პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია წყლის სათავე ნაგებობის, რეზერვუარების, საქლორატოროების, მაგისტრალური და შიდა გამანაწილებელი ქსელი მოწყობა.
რეაბილიტაციის შემდეგ 300-მდე ოჯახი უზრუნველყოფილი იქნება სასმელი წყლით.
გარდა ამისა, წედისსა და ბნავისში გაზიფიცირების სამუშაოები მიმდინარეობს.