საბოლოო ჯამში შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო თავისუფალი არჩევნები. არაერთ არჩევნებზე ვყოფილვართ დამკვირვებლებად და გვინახავს არათავისუფალი არჩევნებიც, მაგრამ ეს არჩევნები თავისუფალი იყო. რაც შეეხება სამართლიანობას, ვერ ვიტყვით, რომ ეს არასამართლიანი არჩევნები იყო, მაგრამ ბევრი ასპექტი საჭიროებს გაუმჯობესებას, – ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ნიდერლანდელმა დეპუტატმა, ტინი კოქსმა განაცხადა.
„მართალია, ყოველი არჩევნებით იწერება ქვეყნის ისტორია, მაგრამ არ არის აუცილებელი ყოველ წელს გამოცდის ჩაბარება. პოლიტიკოსებს აქვთ ვალდებულება, დაიცვან კონსტიტუცია და თავისუფალი არჩევნები ჩაატარონ. ეს წაიყვანს საქართველოს პროგრესისკენ. ჩვენ ვაკვირდებით იმას, რამდენად აკმაყოფილებს არჩევნები საჭირო კრიტერიუმებს. საბოლოო ჯამში შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო თავისუფალი არჩევნები. არაერთ არჩევნებზე ვყოფილვართ დამკვირვებლებად და გვინახავს არათავისუფალი არჩევნებიც, მაგრამ ეს არჩევნები თავისუფალი იყო. რაც შეეხება სამართლიანობას, ვერ ვიტყვით, რომ ეს არასამართლიანი არჩევნები იყო, მაგრამ ბევრი ასპექტი საჭიროებს გაუმჯობესებას. ღარიბ ქვეყანაში საარჩევნო კამპანიისას დიდი თანხები იხარჯება. ამ მიმართულებით არაა დაწესებული არანაირი ლიმიტი. ამიტომ ხშირად ვითხოვთ, რომ ამ კუთხით დაწესდეს რაღაც შეზღუდვები. მოქალაქეებმა ასევე უნდა იცოდნენ, საიდან მოდის ეს თანხა. საბოლოო ჯამში, მისალოცია, რომ არჩევნებმა მშვიდობიანად ჩაიარა, რაც ხშირად არ ხდება.
მოვუწოდებ ყველა მხარეს, რომ პირველ ყოვლისა, ჯერ ნახონ, რა შედეგები არსებობს, შემდეგ გადახედონ მათ. ხოლო შემდეგ თუ საჭირო იქნება, გამოიყენონ შესაძლებლობები გასაჩივრების მიმართულებით. უკვე მერე გამოიტანონ დასკვნები რეალურად, თუ რა არის ამ არჩევნების შედეგები, მაგრამ იმავე დღეს გაპროტესტება და გასაჩივრება მაშინ, როცა კენჭისყრის დღე იყო, ეს არ არის მომწიფებული დემოკრატიის ნიშანი. თუნდაც კენჭისყრის დღეს და მომდევნო დღეს დემონსტრაციების მოწყობა არ არის საუკეთესო ნიშანი იმისა, რომ თქვენ პატივს სცემთ თქვენი ამომრჩევლების გადაწყვეტილებას, რადგან საკმაოდ დიდი რაოდენობით მოვიდნენ არჩევნებზე. ოთხი წლის შემდეგაც ისინი გამოცხადდნენ საარჩევნო ყუთებთან. ჩვენ მათ პატივი უნდა ვცეთ. განსაკუთრებით ხანდაზმულებს, რადგან ზოგადად ადამიანები სახლებში რჩებოდნენ და ახლა მოვიდნენ, მიუხედავად იმისა, რომ უფრო მეტი რისკის წინაშე ვიქნებოდით საარჩევნო უბანზე. პატივი უნდა ვცეთ ყველა იმ ადამიანს, რომელიც გამოცხადდა არჩევნებზე. ამიტომ მშვიდად უნდა ვიყოთ, ჯერ დავაკვირდეთ, რა შედეგები იქნება, დავაგროვოთ ისინი და უკვე შემდეგ დავიწყოთ დისკუსიები და განხილვები“, – განაცხადა ნიდერლანდელმა დეპუტატმა