ჭიათურაში საბაგირო გზების 4 მიმართულებიდან 2-ის მონტაჟი და ტესტირება დასრულდა.

ამ დროისთვის დასრულებულია კონსტრუქციული ნაწილის მშენებლობა, ოთხი მიმართულებით ბაგირის მონტაჟი და საბაგიროს გზის ორი მიმართულების – ლეჟუბანისა და სანატორიუმის ტესტირება.

დასრულების ფაზაშია დანარჩენი ორი მიმართულების ელექტრო გამართვა, რის შემდეგაც დაიწყება ამ მიმართულებების ტესტირების პროცესიც.

პროექტში ჩართულები არიან ფრანგული კომპანიების ,,ტექკაბელის“ და ,,პომას“ სპეციალისტები, ხოლო რევერსიული გონდოლებიანი საბაგირო გზის მოწოდება უზრუნველყო ფრანგულმა კომპანია Pomagalski-მ.

პროექტი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა საქართველოს და საფრანგეთის მთავრობის დაფინანსებით განახორციელა და მისი საერთო ღირებულება 40 მილიონ ლარს აღემატება.

Previous articleთელავს 8.5-მეტრიანი 5 ავტობუსი გადაეცა
Next articleმდინარე აბაშაზე არსებული საავტომობილო ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია