მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარების პროგრამის ფარგლებში, თელავს 8.5-მეტრიანი 5 ავტობუსი გადაეცა.

თელავს აქამდე არ გააჩნდა მუნიციპალური ტრანსპორტი. ახალი ავტობუსები გათვლილია 50 მგზავრზე და სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.

მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარებისათვის შერჩეულია საქართველოს 6 ქალაქი. 175 ერთეული ავტობუსიდან თელავსა და ფოთს გადაეცემა 10-10 ავტობუსი, გორს-30, ზუგდიდს-25, რუსთავს-40, ხოლო ქუთაისს-60 ერთეული ავტობუსი.

პროგრამას ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს, რომელიც მოიცავს სხვადასხვა მუნიციპალიტეტისთვის 175 ერთეული, საერთო ჯამში, 18.7 მილიონ ევროს ღირებულების თანამედროვე სტანდარტების ავტობუსის შეძენას.

ავტობუსები სხვადასხვა მუნიციპალიტეტს მომდევნო წლის გაზაფხულამდე ეტაპობრივად გადაეცემა.

ახალი ავტობუსების მარშრუტებსა და სატრანსპორტო დერეფნებს მუნიციპალიტეტები განსაზღვრავენ.

Previous articleანაკლიაში ევროპული სტანდარტების ახალი სახანძრო-სამაშველო შენობა გაიხსნა
Next articleჭიათურაში საბაგირო გზების 4 მიმართულებიდან 2-ის მონტაჟი და ტესტირება დასრულდა