გორში ყოფილი ბაზრის ტერიტორიაზე პარკი მოეწყობა.
ინიციატივის ავტორი ბიძინა ივანიშვილია, ტერიტორია კი გორის მუნიციპალიტეტს ფონდმა „ქართუმ“ საჩუქრად გადასცა. პარკის მოწყობის სამუშაოებს ფონდი სრულად დააფინანსებს.
ტერიტორიაზე თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ახალგაზრდობის ცენტრიც აშენდება.