გრძელდება კულტურის სახლის რეაბილიტაცია დაბა თიანეთში. პროექტის ფარგლებში შენობა სრულად განახლდება და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა.

ასევე, აქტიურად გრძელდება ღულელების, ტოლაანთსოფლის, თრანის, მაგრანეთის, ზემო ნაქალაქარის, ქვემო ნაქალაქარისა და დორეულების დამაკავშირებელი 10 კმ-იანი გზის მოწყობა. პროექტი ითვალისწინებს საგზაო ინფრასტრუქტურის მოასფალტებას, 2 ახალი ხიდის მშენებლობას, 1 არსებული ხიდის რეაბილიტაციას და სანიაღვრე არხების მოწყობას.

ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს შიდა გზების რეაბილიტაცია სოფელ საყდრიონსა და სოფელ სიმონიანთხევშიც.

თიანეთი

Previous articleახალი სამეთაურო-საშტაბო ცენტრის მშენებლობა დაიწყო
Next articleტობავარჩხილის ტბამდე მისასვლელი გზა მოწესრიგდება