ჩოხატაური-ბახმაროს საავტომობილო გზის 6.3-კილომეტრიანი მონაკვეთის პერიოდული შეკეთების სამუშაოები დასრულდა.
პროექტის ფარგლებში განხორციელდა მიწის სამუშაოები, გზის სავალ ნაწილზე ასფალტ-ბეტონის საფარის დაგებისა და ადგილობრივ გზებთან მიერთებების მოწყობის სამუშაოები.
გატარდა უსაფრთხოების გაუმჯობესების ღონისძიებები, კერძოდ: გზის სავალი ნაწილის მონიშვნა, შემოფარგვლა და საგზაო ნიშნების მოწყობა.
ჩოხატაური-ბახმაროს გზა კურორტ ბახმარომდე მიდის და აღნიშული გზის გამართულად ფუნქციონირებას დიდი მნიშვნელობა აქვს რეგიონის განვითარებისა და ტურისტული პოტენციალის სრულად გამოყენების კუთხით.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისმა ღირებულებამ 1 154 051 ლარი შეადგინა. სამუშაოები კომპანია „New road“ -მა შეასრულა.