საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ნებართვითა და ფონდი „ქართუს“დაფინანსებით ქალაქ რუსთავის ციხე-სიმაგრის კონსერვაციასთან დაკავშირებული სამუშაოები შესრულდა.
სამუშაოების შედეგად გადაეწყო მორყეული წყობები გალავნის ზედაპირზე კირის სპეც-ხსნარზე; არქეოლოგის ზედამხედველობის ქვეშ საპირე წყობის საძირკვლის მოსაწყობად მოიჭრა გრუნტი, მოიხსნა მიწა ეზოს მხრიდან და გაიწმინდა არსებული ჭა; აღდგა ამორტიზებული და ჩამონგრეული კედლის საპირე წყობები; აღდგა პილასტრები შერჩეული ქვიშა-ქვის კვადრატებით კირის ხნარზე; ამოივსო ნაკერები ფასადის წყობებს შორის კირის სპეც-ხსნარით; მოეწყო საკონსერვაციო ფენა გალავნის ზედაპირზე სპეცხსნარით.
რუსთავის ციხე წარმოადგენდა თბილისის ირგვლივ დედაქალაქის დასაცავად აგებულ ციხეთაგან ერთ-ერთს. არსებობის მანძილზე ციხეს ჰქონდა სამი სხვადასხვა პერიოდის ზღუდე. რუსთავის ციხე ერთადერთი ციხეა საქართველოში რომელშიც არის ფრესკები.
საკონსერვაციო სამუშაოებს ასრულებდა შპს “ბანა”.