სოფელ ანაკლიაში 110 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღი აშენდა. პროექტი საქართველოს მთავრობის მიერ 1.9 მილიონი ლარით დაფინანსდა.
ახალი ბაღი თანამედროვე სტანდარტების მიხედვით აშენდა და ადაპტირებულია შშმ პირთათვის. მოეწყო შიდა და გარე სივრცეები, რეკრეაციული ზონები, კომუნიკაციები და სველი წერტილები.
სოფელ ანაკლიაში საბავშვო ბაღის შენობა არ არსებობდა და ბავშვებს სასწავლებლად სიარული ამბულატორიის შენობაში უწევდათ.
ანაკლიაში საბავშვო ბაღის მშენებლობა 2019 წლის ივლისში დაიწყო და 2020 წლის აგვისტოში დასრულდა.