საავტომობილო გზების დეპარტამენტი, მთავრობის განკარგულებით, ქუთაისის ქუჩების რეაბილიტაციას ახორციელებს. ქალაქ ქუთაისში 29 ქუჩაზე სრულად მოწესრიგდება საგზაო ინფრასტრუქტურა და სანიაღვრე სისტემები. სრული რეაბილიტაცია უტარდება ქუთაისის 2 ცენტრალურ ქუჩას, კერძოდ, აღმაშენებლისა და წერეთლის ქუჩებს.

რეაბილიტაციის ფარგლებში, დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი, რეაბილიტირდება ხელოვნური ნაგებობები, მოეწყობა წყალგამტარი მილები, ბორდიურები, ტროტუარები და საგზაო ნიშნები.

29 ქუჩის რეაბილიტაციის ჯამური ღირებულება 22 მილიონი ლარია. სარეაბილიტაციო ქუჩების საერთო სიგრძე 10 კილომეტრზე მეტია.

პროექტის დასრულების შემდეგ უსაფრთხო და კომფორტული გახდება ქუთაისის ქუჩებში გადაადგილება.

Previous articleფონდი „ქართუს“ დაფინანსებით, ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე თბილისის ცენტრალური პარკი გაშენდება 
Next articleმარტვილის მუნიციპალიტეტში გაზიფიცირების სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს