ბიძინა ივანიშვილმა და ფონდმა „ქართუმ“ დედაქალაქს უსასყიდლოდ გადასცეს ყოფილი იპოდრომის ტერიტორია, სადაც „ქართუს“ დახმარებით, თბილისის ცენტრალური პარკი გაშენდება.
უკვე ათწლეულებია, ფონდი „ქართუ“ უამრავ საქველმოქმედო პროექტს ახორციელებს. მათ შორის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება სწორედ ბუნებაზე ზრუნვა, მთელი ქვეყნის მასშტაბით მწვანე სივრცეებისა და უნიკალური პარკების შექმნაა, რომელთაგან დიდი ნაწილი ჩვენი ქვეყნის სავიზიტო ბარათად იქცა.
პროექტზე მუშაობს ჰოლანდიური კომპანია, მიმდინარეობს სამუშაოების ბოლო ეტაპი.
აღნიშნულ ტერიტორიაზე გაშენდება თანამედროვე უნიკალური პარკი, რომელიც აუცილებლად იქცევა თბილისელების უსაყვარლეს ადგილად. ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და მნიშვნელოვანი პროექტი დედაქალაქისთვის.