ფოთის მუნიციპალიტეტში ავარიული გზების რეაბილიტაცია დაიწყო. სამუშაოები 3 ქუჩაზე (აკაკის, რეკვავას, წმ.გიორგის ქუჩებზე) მიმდინარეობს. გამოცხადებულია ტენდერი კიდევ 12 ქუჩის რეაბილიტაციაზე.
გარდა ამისა, ქალაქში გრძელდება საკანალიზაციო ქსელის მოწყობის სამუშაოები. დღემდე ფოთის მოსახლეობის 60% კანალიზაციის სისტემით ვერ სარგებლობს, ამორტიზებულია და არ ფუნქციონირებს ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობაც.
2021 წლიდან მასშტაბური სამუშაოების დასრულების შემდეგ 55 ათასზე მეტ ადამიანს არსებული პრობლემები საბოლოოდ მოუგვარდება და წყალარინების გამართული ინფრასტრუქტურით ისარგებლებს.