ძეძილეთი-გორდი-ნოღას გზის 10-კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია და მდინარე ცხენისწყალზე და მდინარე მეჭიაზე სახიდე გადასასვლელების მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს.
აღნიშნული გზით ხონის და წყალტუბოს მუნიციპალიტეტები უმოკლესი მანძილით დაუკავშირდება ერთმანეთს.
პროექტი მნიშვნელოვანია ტურისტული თვალსაზრისითაც. შემცირდება გადაადგილების დრო და მანძილი პრომეთეს მღვიმიდან ოკაცეს კანიონის მიმართულებით, ხოლო პრომეთეს მღვიმიდან 60 კმ-ის ნაცვლად ოკაცეს კანიონზე მისვლა მხოლოდ 20 კმ-ის გავლით იქნება შესაძლებელი.
პროექტი 2020 წლის ბოლომდე დასრულდება.
პარალელურ რეჟიმი, მათხოჯი-ხიდი-გორდა-კინჩხას გზის 14 კმ-იან მონაკვეთზე პერიოდული შეკეთების სამუშაოები მიმდინარეობს.