2000 წლიდან დღემდე ფონდ „ქართუს“ მიერ რაგბიში განხორციელებული ქველმოქმედება 200 მლნ ლარს აღწევს. ფონდის დაფინანსებით თბილისსა და რეგიონებში აშენდა და მოეწყო საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი 13 სარაგბო ბაზა. აღნიშნულ ბაზებზე განთავსებულია 27 სარაგბო მოედანი, 2 სარაგბო აკადემია და 5 სასტუმრო. დამატებით 1 მოედანი მოეწყო ვარკეთილში. დასრულებული ინფრასტრუქტურა მართვაში გადაეცა რაგბის კავშირს.
აღნიშნულ თანხაში შედის როგორც ინფრასტრუქტურის მშენებლობა, ისე მათი მოვლა და რეაბილიტაცია (მშენებლობა 130 მლნ ლარზე მეტი, მოვლა/რეაბილიტაცია 70 მლნ-მდე).
1. შევარდენის სანაკრებო ბაზა – 2 მოედანი, სასტუმრო და სარაგბო აკადემია (11,467,028 ლარი – 2011 წ)
2. ავჭალის სარაგბო ბაზა „სინათლე“ – 2 მოედანი (10,812,530 ლარი)
3. დიღმის მასივის სარაგბო ბაზა – ლოკომოტივი – 2 მოედანი და სასტუმრო (7,415, 686 ლარი – 2018 წ)
4. დიდი დიღმის სარაგბო ბაზა (ლელო არენა) – 2 მოედანი (8,698,752 ლარი – 2015 წ)
5. ნუცუბიძის სარაგბო ბაზა – 2 მოედანი (8,555,380 ლარი – 2018 წ)
6. რუსთავის სარაგბო ბაზა – 2 მოედანი (11,320,004 – 2012-13 წ)
7. თელავის სარაგბო ბაზა – 2 მოედანი (10,370,415 ლარი – 2018 წ)
8. გორის სარაგბო ბაზა – 2 მოედანი (9,671,818 ლარი – 2016 წ)
9. ასპინძის სარაგბო ბაზა – 1 მოედანი და სასტუმრო (4,157,629 ლარი – 2011-12 წ)
10. ქუთაისის სარაგბო კომპლექსი (აია არენა) – 4 მოედანი, სასტუმრო და სარაგბო აკადემია (ბაზა 19,464,810 ლარი, სასტუმრო – 6,541,256 ლარი, აკადემია – 3,724,347 ლარი – 2015 წ)
11. ფოთის სარაგბო ბაზა – 2 მოედანი (8,926,782 ლარი – 2015 წ)
12. ბათუმის სარაგბო ბაზა – 2 მოედანი (3,134,187 ლარი – 2016 წ)
13. მარტყოფის სარაგბო ბაზა – 2 მოედანი და სასტუმრო (8,007,013 ლარი – 2017 წ)
14. ვარკეთილის ხელოვნური მოედანი – 1 მოედანი
ამავდროულად, ზუგდიდში 5 000 მაყურებელზე გათვლილი რაგბის სტადიონი შენდება. მშენებლობა მარტში დაიწყო. პროექტის სავარაუდო ღირებულება 4 მილიონ ლარზე მეტია. გათვალისწინებულია ერთი ხელოვნურსაფარიანი და მეორე ბუნებრივსაფარიანი მოედნის მშენებლობა, სულ იქნება 4 ტრიბუნა. მოედნის მიმდებარედ 60 ნომრიანი სასტუმროს მშენებლობაც არის დაგეგმილი.
სტადიონის მშენებლობა სრულად დაფინანსებულია ფონდ „ქართუს“ მიერ. სამშენებლო სამუშაოებს ასოციაცია „ატუ“ აწარმოებს. ამჟამად მიმდინარეობს გრუნტის მოსწორების სამუშაოები, რომლის დასრულების შემდეგაც დაიწყება მოედნების მოწყობა და ტრიბუნების მშენებლობა.