ძამას ხეობაში აქტიურად მიმდინარეობს ადგილობრივი მნიშვნელობის ყინწვისი-გვერძინეთი-ტყემლოვანის 16 კმ-მდე საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლის დასრულებაც სექტემბრის ბოლოს იგეგმება.
მდინარე ძამაზე ახალი სახიდე გადასასვლელი, საყრდენი კედლები და სხვა შესაბამისი ინფრასტრუქტურა შენდება.
სამუშაოებზე დასაქმებულია 100-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის ადგილობრივი მცხოვრებლები.