ხაშურში პროფესიული სასწავლებლი და ბანას სამონასტრო კომპლექსის ანალოგიური სამონასტრო-საგანმანათლებლო ცენტრი აშენდება.

3-სართულიანი შენობა 150 სტუდენტზე იქნება გათვლილი და სრულად ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის. ტერიტორიაზე მოეწყობა თანამედროვე ტიპის სასწავლო სივრცეები, მათ შორის მაღალტექნოლოგიური სახელოსნოები, ასევე, თანამედროვე სტანდარტის ღია სპორტული მოედანი.

პროფესიულ კოლეჯში შესაძლებელი იქნება რეგიონის საჭიროებებზე მორგებული ისეთი პროფესიების დაუფლება, როგორიცაა: ელექტროობა, საინფორმაციო ტექნოლოგიები, შედუღება, იატაკის მოპირკეთება, ქვის სამუშაოების წარმოება, კულინარია, კონდიტერია, ვეტერინარია, მეფუტკრეობა, მებაღეობა, სატყეო საქმე და სხვა.

ასევე, სურამისა და ხაშურის ეპარქიაში სამონასტრო-საგანმანათლებლო ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს. ტერიტორიაზე, ასევე, განთავსდება ბიბლიოთეკა, მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, მოეწყობა საგამოფენო სივრცე, ტრენინგცენტრი და საკონფერენციო დარბაზი.

Previous articleქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში შიდა სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს
Next articleძამას ხეობაში გზის სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს