წლის ბოლომდე ქალაქ მცხეთას კიდევ ერთი ახალი თანამედროვე რეკრეაციული ზონა შეემატება. სკვერის მოწყობის სამუშაოები კოსტავას ქუჩაზე მიმდინარეობს.

პროექტი რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება ღირებულება 463 700 ლარია, დასრულების ვადა დეკემბრია, თუმცა, სამუშაოები ვადაზე ადრე ნოემბერში დასრულდება.

სკვერში გამწვანების და სველი წერტილები, საბავშვო ატრაქციონები და ბილიკები მოეწყობა. სკვერის რეაბილიტაციის გარდა კოსტავას ქუჩაზე ბორდიულები იცვლება, ეწყობა ტროტუარებიც.

სამუშაოები ერთი კილომეტრის სიგრძის მონაკვეთზე ხორციელდება და მისი ღირებულება 865 700 ლარია.

Previous articleმოქალაქეებს გორის სამხედრო ჰოსპიტალის მიმართ სამედიცინო დავალიანება ჩამოეწერებათ
Next articleსაჯარო რეესტრისა და ციფრული მმართველობის სააგენტოს ახალი ოფისი გაიხსნა