მთავრობის ხელშეწყობით 8 სექტემბერს თბილისი-ბუდაპეშტის მიმართულებით სტუდენტებისთვის კიდევ ერთი სოციალური რეისი შესრულდება, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

მინისტრის განცხადებით, რეისი ქართველ სტუდენტებს შესაძლებლობას მისცემს, ევროპაში სწავლის გაგრძელების მიზნით გაემგზავრონ.

„საქართველოს პრემიერმინისტრის დავალებით, ჩვენს კოლეგებთან, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და განათლების სამინისტროსთან, ასევე, ახალგაზრდობის სააგენტოსთან ერთად ვიმუშავეთ და შედეგად, 8 სექტემბერს უკვე ჩაინიშნა სოციალური სუბსიდირებადი ჩარტერული ფრენა. ამ რეისის მეშვეობით სტუდენტები, ვინც სწავლობს უნგრეთში ან ევროპის ზოგიერთ სხვა ქვეყანაში, შეძლებენ ბუდაპეშტში ჩასვლას“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

რეისს ავიაკომპანია „მაი ვეი ეარლაინსი“ შეასრულებს.

Previous articleოზურგეთის მუნიციპალიტეტში 600 ბავშვზე გათვლილი სკოლის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია
Next articleგურჯაანის მუნიციპალიტეტში ხილისა და ბოსტნეულის გადამმუშავებელი ახალი საწარმო ამოქმედდა