ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალში 600 ბავშვზე გათვლილი საჯარო სკოლის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია.

პროექტს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი საქართველოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.

სკოლა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად შენდება. მოეწყობა საკლასო ოთახები, საპირფარეშოები და სპორტული მოედანი. ასევე, დამონტაჟდება გათბობის, წყალსადენის და საკანალიზაციო სისტემები. სკოლა სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, აშენებს 66 სკოლას და რეაბილიტაციისა და ენერგოეფექტური კომპონენტის გაძლიერების სამუშაოებს ახორციელებს 100 სკოლაში.

საგანმანათლებლო პროგრამას საქართველოს მთავრობა და დონორები (CEB და NEFCO) აფინანსებენ. პროგრამის საერთო ღირებულება 300 მილიონ ლარზე მეტია.

Previous articleმარნეულში ახალი სანერგე მეურნეობა ამოქმედდა
Next articleთბილისი-ბუდაპეშტის მიმართულებით სტუდენტებისთვის კიდევ ერთი სოციალური რეისი შესრულდება