ქუთაისში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საცურაო აუზი აშენდება. აუზის სიგრძე 50 მეტრი, ხოლო სიგანე 25 მეტრი იქნება.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ქუთაისში ოლიმპიური სტანდარტის საცურაო აუზის მშენებლობაზე ტენდერი უკვე გამოაცხადა.
აუზის კომპლექსი ითვალისწინებს გასახდელების და საშხაპეების მოწყობას როგორც აუზის მომხმარებლებისათვის, ისე მსაჯებისა და მწვრთნელებისთვის.
დაგეგმილია სპორტსმენთა ფიზიკური მდგომარეობის აღდგენისა და ტრავმების სარეაბილიტაციო დანიშნულების სივრცეების მოწყობა.
ოლიმპიური საცურაო აუზის მშენებლობა ხელს შეუწყობს ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას და მნიშვნელოვანია წყლის სპორტის მიმართულებით ქუთაისში არსებული ტრადიციების განვითარებისთვის.