„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატის, ლევან კობიაშვილის საარჩევნო შტაბი გაიხსნა და ხვალიდან მოქალაქეების მიღებას დაიწყებს.
„დღეს ჩემი, როგორც „ქართული ოცნების” გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატის საარჩევნო შტაბი გავხსენით, რომლის კარი მუდამ ღია იქნება გლდანის მოსახლეობისთვის. კარგად ვიცი ყველა იმ პრობლემისა თუ საჭიროების შესახებ, რომელიც აქ არსებობს. ოთხი წლის განმავლობაში, ჩემ გუნდთან ერთად ყოველდღიურად ვქმნიდი გლდანის მოსახლეობისთვის საცხოვრებლად უკეთეს გარემოს. სწორედ ამას ვაპირებ მომავალი ოთხი წლის განმავლობაშიც. განვაგრძობ მოსახლეობასთან შეხვედრებს, როგორც ომარ ხიზანიშვილის 23 ნომერში ახლადგახსნილ შტაბში, ისე მთელი რაიონის მასშტაბით. მოსახლეობას პირადად გავაცნობ იმ პროექტებს, რომლის განხორციელებასაც ჩემ გუნდთან, „ქართულ ოცნებასთან“ ერთად ვგეგმავ.”- ლევან კობიაშვილი.
შტაბის გახსნას პარტიის ლიდერები ირაკლი კობახიძე და მამუკა მდინარაძე ესწრებოდნენ.
Home არჩევნები 2020 „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატის, ლევან კობიაშვილის საარჩევნო შტაბი გაიხსნა