დუშეთის მუნიციპალიტეტის ნომერ პირველი საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ტენდერი გამოცხადდა.

ვაჟა ფშაველას სახელობის ისტორიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელიც ამორტიზებულია, ხუთასამდე მოსწავლე სწავლობს. სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში მოსწავლეები დუშეთის ნომერ მეორე სკოლაში ივლიან.

კონტრაქტორმა კომპანიამ სამუშაოები გათვალისწინებულ ვადებში  – 365 დღეში უნდა დაასრულოს. პროექტის სავარაუდო ღირებულება 2 მილიონ 868 848 ლარია.

შენობას რეაბილიტაცია როგორც შიდა, ისე გარე ნაწილშიც ჩაუტარდება.

პროექტის სარეაბილიტაციო სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდიდან დაფინანსდება.

სკოლა აღიჭურვება ახალი ინვენტარით და ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.

Previous articleჭიათურაში საბაგირო გზების მშენებლობა სრულდება
Next articleფოთში ავტოპარკის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია