ინფრასტრუქტურის სამინისტრო სიღნაღის მუნიციპალიტეტში ბოდბის მონასტერთან მისასვლელ გზას, ავტოსადგომსა და ვიზიტორთა ცენტრს აშენებს.

ტურისტების და მომლოცველების ავტოტრანსპორტის სიმრავლის გამო მონასტერთან არსებული ინფრასტრუქტურა ვეღარ აკმაყოფილებდა გაზრდილ მოთხოვნას, რის გამოც ბოდბის მონასტერთან ხშირად იქმნებოდა საცობი.

მშენებლობის დასრულების შემდეგ, დამთვალიერებლები მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე შეძლებენ ისარგებლონ ორდონიანი ავტოსადგომით, რომელიც იქნება კეთილმოწყობილი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად.

Previous articleგურიის რეგიონში გაზიფიცირებისათვის საჭირო სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს
Next articleმჭადიჯვარში ასფალტის საფარის დაგების პროცესი მიმდინარეობს