გურიის რეგიონის 19 სოფელში გაზიფიცირებისათვის საჭირო სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

ჯამში, აშენდება 327 261 გრძივი მეტრი გაზსადენი და 4500-მდე აბონენტი შეძლებს ჩაერთოს ბუნებრივი გაზის საერთო ქსელში.

სამუშაოებს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის დაკვეთით შპს „ივერია 7“ აწარმოებს.

გაზიფიცირებისათვის საჭირო სამშენებლო სამუშაოები დასრულდა 14 სოფელში: მამათი (მამათის თემის 4 სოფელი), გაგური, ჭანჭათი, ორმეთი, ვაკე, ზედუბანი, ვანი, ზომლეთი, ბუკნარი, ბასილეთი, მეწიეთი.

ჯამურად, უკვე აშენდა 155 201 გრძივი მეტრი გაზსადენი და 1864 აბონენტი შეძლებს ჩაერთოს ბუნებრივი გაზის საერთო ქსელში.

გასულ წელს, გაზიფიცირების სამწლიანი გეგმის ფარგლებში, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავდა, სამშენებლო სამუშაოები განხორციელდა რეგიონის 3 მუნიციპალიტეტის 6 დასახლებულ პუნქტში: ჭალაში, აცანაში, ჭინათში, ქვენობანში, მზიანსა და დაბალ ეწერში.

ჯამში, აშენდა 89 066 გრძივი მეტრი გაზსადენი და 1200-მდე აბონენტს საშუალება მიეცა ისარგებლოს ბუნებრივი გაზით.

Previous articleყაზბეგის მუნიციპალიტეტში, დაბა გუდაურში საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს
Next articleბოდბის მონასტერთან მისასვლელი გზა, ავტოსადგომი და ვიზიტორთა ცენტრი შენდება