ქუთაისის ისტორიაში პირველად ქალაქი 24სთ-იანი წყალმომარაგებით სარგებლობს.
ქუთაისის წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის მშენებლობის მეორე ფაზა დასრულდა. 150 ათასი მცხოვრები 24-საათიანი წყალმომარაგებით სარგებლობს.
პროექტის ფარგლებში, აშენდა გოდოგანზე 2 და მუხრანში 1 რეზერვუარი. ქვიტირში, მუხნარში, საქუსლიას დასახლებაში სატუმბი სადგური მოეწყო. გაკეთდა 18-კილომეტრიანი წყლის მაგისტრალური მილსადენი. მოეწყო 220 კმ-მდე შიდა გამანაწილებელი ქსელი. მილსადენის გადასაკვეთად აშენდა ახალი ხიდი. გამრიცხველიანდა 30 ათასი აბონენტი
პროექტი გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ აზიის განვითარების ბანკის (ADB) მხარდაჭერით განახორციელა, სამუშაოებს 82 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდა