საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ზესტაფონის, ცაგერისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების რეაბილიტაციას იწყებს.

ზესტაფონის მუნიციპალიტეტში რეაბილიტაცია ჩაუტარდება ქალაქ ზესტაფონის დავით აღმაშენებლის ქუჩას, კვალითის დასახლებაში მაღლაკელიძის, შათირიშვილის და მელქაძის ქუჩებს, ასევე სოფელ ტყლაპი-ვაკემდე მისასვლელ საავტომობილო გზას. მოწესრიგდება გარე განათებაც, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები, ტროტუარები და სანიაღვრე არხები.

ცაგერის მუნიციპალიტეტში სოფელ ჩქუმსა და სოფელ ქულბაქამდე მისასვლელ ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზაზე, პროექტის ფარგლებში, მოეწყობა საყრდენი კედელი, ახალი ხიდბოგირი, წყალამრიდი მილები და გაბიონები.

შიდა გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის აფენის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში, სადაც მოეწყობა ასფალტ-ბეტონის საფარი, ეზოში შესასვლელები და წყალამრიდი მილები.

Previous articleფოთში ჯანდაცვის ორი ახალი პროგრამა ამოქმედდა
Next articleლენტეხის მუნიციპალიტეტში შიდასასოფლო გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს