თბილისის მერის, კახა კალაძის ინფორმაციით, ლიცენზირებული ტაქსის მძღოლები და მიკროავტობუსების მძღოლები თვითდასაქმებულებისათვის გამოყოფილ ერთჯერად სამასლარიან დახმარებას მიიღებენ.

მისი თქმით, არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ძალიან ბევრი მიმართულება დაზარალდა, მათ შორის კი არიან ტაქსის მძღოლებიც.

„თბილისის ტაქსის“ მფლობელებს ის სამთავრობო ანტიკრიზისული შეღავათი შეეხება, რომელიც ერთჯერადად 300-ლარიან დახმარებას ითვალისწინებს. ეს პროექტი ყველა ლიცენზირებული ტაქსის მძღოლს შეეხება. ამისთვის საჭირო იქნება გარკვეული, მინიმალური პროცედურების გავლა და შესაბამისი სამსახურებისთვის მონაცემების მიწოდება. ჯანდაცვის სამინისტროში იქმნება სპეციალური კომისია და ის პირები, ვინც კორონავირუსის პანდემიის პირობებში შემოსავალი დაკარგა, ცენტრალური ხელისუფლებისგან ერთჯერად დახმარებას მიიღებენ. ამის შესახებ მათ დეტალურად მიეწოდებათ ინფორმაცია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

Previous articleხაშურის შემოვლითი გზის მშენებლობა ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება
Next articleქართულ ჯარს ნატოს სტანდარტის შესაბამისი ახალი უნიფორმა და ფეხსაცმელი აქვს