გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, დასავლეთ საქართველოსა და შიდა ქართლის რეგიონში, დევნილი ოჯახების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე 122 სახლი აშენდება.

შემოსავლის წყაროს გაჩენის მიზნით, მშენებლობის დასრულების შემდეგ ოჯახებს გრანტებიც გადაეცემათ.

დევნილთა განსახლების საჭიროებებიდან გამომდინარე, 100 სახლი დასავლეთ საქართველოში, 22 კი შიდა ქართლის რეგიონში აშენდება.

მსგავსი ტიპის სახლების მშენებლობა მარნეულში 31 იძულებით გადაადგილებული ოჯახისთვის უკვე მიმდინარეობს.

პროექტში მონაწილეობა იმ იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს შეუძლიათ, რომლებიც საკუთრებაში, 2020 წლის პირველ თებერვლამდე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს ფლობენ. განაცხადების მიღება 16 მარტის ჩათვლით მიმდინარეობს.

Previous articleბაკურიანში პოლიციის ახალი შენობა გაიხსნა
Next articleფოთში წყალარინების გამწმენდი ნაგებობების და ქსელის მშენებლობა მიმდინარეობს