ქალაქ ფოთში წყალარინების გამწმენდი ნაგებობის და ქსელის მშენებლობა მიმდინარეობს.

სამუშაოების ფარგლებში, დაგეგმილია 145-კილომეტრიანი საკანალიზაციო ქსელის მოწყობა და 28 ერთეული სატუმბი სადგურის მშენებლობა.

პროექტის განხორციელება ქალაქ ფოთს წყალარინების სრულიად ახალი ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფს.

ამასთან, გამწმენდი ნაგებობის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, მნიშვნელოვნად შემცირდება გარემოს დაბინძურების რისკები რეგიონში.

პროექტებისთვის, ჯამში, 130 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი.

Previous articleდევნილი ოჯახების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე 122 სახლი აშენდება
Next articleთვითიზოლაციასა და კარანტინში მყოფი პირების მონიტორინგში საპატრულო პოლიცია ჩაერთვება