ლანჩხუთში 500-მდე ოჯახის უწყვეტი წყალმომარაგებისთვის სამუშაოები დასრულდა.
ინფრასტრუქტურის არარსებობის გამო, ცხრა ქუჩის მოსახლეობა ათეული წლების განმავლობაში ცენტრალიზებული წყალმომარაგების სისტემით ვერ სარგებლობდა.
პროექტის ფარგლებში, მოეწყო მაგისტრალური მილსადენი და 14 კმ-მდე გამანაწილებელი ქსელი. ასევე, დასრულდა აბონენტების გამრიცხველიანება.
საქართველოს მთავრობის დაფინანსებით, პროექტის განხორციელებას 1 მილიონ ლარამდე მოხმარდა.