ახალი კორონავირუსის პრევენციის მიზნით, თავდაცვის ძალების ლოჯისტიკის სარდლობის შეიარაღებისა და ტექნიკის სარემონტო ბაზის პირადი შემადგენლობა სამხედრო მოსამსახურეებისთვის დამცავ ფარებს ამზადებს.
ინდივიდუალური დაცვის პლასტიკურ ნიღბები სამხედრო მოსამსახურეებისთვის არის განკუთვნილი. პლასტიკური ნიღბები მრავალჯერადი გამოყენებისაა და სადეზინფექციო ხსნარით იწმინდება.
ლოჯისტიკის სარდლობის წარმომადგენლები დამცავ ფარებს ყველა წესის დაცვით ამზადებენ. ინდივიდუალური დაცვის პლასტიკურ ნიღბების დამზადების პროცესს აკვირდებიან ქვედანაყოფის ხელმძღვანელები. ისინი მუდმივად აკონტროლებენ, რომ პერსონალის მიერ დაცული იყოს სოციალური დისტანცია და ჰიგიენური ნორმები.
ლოჯისტიკის სარდლობამ ინდივიდუალური დაცვის პლასტიკური ნიღბების დამზადება 17 მარტს დაიწყო. პირველ ეტაპზე უკვე დამზადებულია 2500 ერთეული დამცავი ფარი.
თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეები ინდივიდუალური ნიღბებით ეტაპობრივად, საჭიროების მიხედვით მომარაგდებიან.