პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ოჯახმა StopCoV ფონდში 100 მილიონი ლარი ჩარიცხა.

სპეციალურად StopCoV ფონდისთვის 100 მილიონი ლარი ბიძინა ივანიშვილმა „ქართუ ფონდში“ რამდენიმე დღის წინ ჩარიცხა.

ფონდში ჩარიცხული თანხის მაჩვენებელი გუშინ გვიან ღამით გაიზარდა, რაც საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე აისახა.

ფონდის ანგარიშზე ამ დროისთვის ჯამში 124 543 899 ლარია მობილიზებული.

StopCoV ფონდი მარტის დასაწყისში შეიქმნა და მასში აკუმულირებული თანხა
იდენტიფიცირებული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად მიემართება.

ფონდში შენატანები განახორციელეს კერძო კომპანიებმა და ფიზიკურმა პირებმა.

Previous articleქართული წარმოების პირბადეები შაბათიდან აფთიაქებში გაიყიდება
Next articleბიძინა ივანიშვილის მიერ საქართველოში განხორციელებული ქველმოქმედება 3 მლრდ დოლარს შეადგენს