საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლები ანაზღაურებას იღებენ, რაც შეეხება სამარშრუტო ტაქსებს, ჩვენ დავუკავშირდით კომპანიას და დავიქირავეთ მიკროავტობუსები, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

„საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლები ჩვენი თანამშრომლები არიან, ჩვეულებრივად იღებენ ფიქსირებულ ხელფასს და გამომუშავებაზე არ არიან დამოკიდებულები. რაც შეეხება სამარშრუტო ტაქსებს, ჩვენ ყოველდღიური კომუნიკაცია გვაქვს კომპანიასთან. კლინიკებს, ექიმებს, ხანდაზმულ ადამიანებს, სოციალურად დაუცველ ოჯახებს ვუგროვებთ გარკვეულ პროდუქტებს, რომლებსაც ტრანსპორტირება სჭირდება. ჩვენ დავუკავშირდით კომპანიას და დავიქირავეთ მიკროავტობუსები. იგივე ხდება ექიმების ერთი ადგილიდან მეორეზე გადაყვანისას, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე დასაქმებული მუშების ორგანიზებული ტრანსპორტირებისას, რათა დაცული იყოს მათი უსაფრთხოება. მინდა, თითოეულ მძღოლს მადლობა გადავუხადო ამ თანამშრომლობისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.

Previous articleაჭარის მთავრობა და მინისტრთა კაბინეტი ხელფასის ნაწილს კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში გადარიცხავენ
Next articleზუგდიდის მუნიციპალიტეტში სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის სასურსათო კალათების გადაცემა გრძელდება