ოზურგეთში მდებარე ფაბრიკა, სადაც საერთაშორისო ბრენდების ჯინსები იკერება, გაფართოვდება, რაშიც 10-დან 15 მილიონ დოლარამდე ინვესტიცია ჩაიდება.
საწარმოში დამატებით 1 000-ზე მეტი ადამიანი დასაქმდება.
აღნიშნული ფაბრიკა ხუთი თვის წინ ამუშავდა და იქ 13 საერთაშორისო ბრენდის, მათ შორის – „ზარას“, “მანგოს”, “ბერშკას“, “ნიუ იორკერის“, “მასიმო დუტის“ ჯინსის შარვლები იკერება; პროდუქცია კი, ევროპაში, კერძოდ, საფრანგეთში, ავსტრიასა და სხვა ქალაქებში, დამკვეთების ქსელურ მაღაზიებში იყიდება.