Heritage Foundation-ის „ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის“ 2019 წლის კვლევის მიხედვით, საქართველომ წინა წელთან შედარებით რეგიონში პოზიცია 1 ადგილით გაიუმჯობესა – ამ შედეგით საქართველო ევროპის რეგიონის 44 ქვეყანას შორის მე-8 პოზიციაზეა, მსოფლიოს 180 ქვეყანას შორის კი 75.9 ქულით მე-16 პოზიციაზე „უმეტესად თავისუფალი“ სტატუსით.
საქართველოს საერთო ქულა აღემატება როგორც რეგიონის (68.6 ქულა), ისე მსოფლიოს საშუალო ქულას (60.8 ქულა).
2019 წლის რეიტინგი შეფასებას აკეთებს შემდეგი 4 მიმართულებით: კანონის უზენაესობა, მთავრობის მოცულობა, რეგულაციების ეფექტიანობა და ღია ბაზარი. აღნიშნული მიმართულებები, თავის მხრივ, მოიცავს სხვადასხვა კომპონენტებს.