კასპში ცემენტის განახლებული ქარხანა გაიხსნა. ქარხნის მოდერნიზაციის მოსამზადებელი სამუშაოები 2016 წლის სექტემბერში დაიწყო და მის განსახორციელებლად 100 მილიონი დოლარის ინვესტიცია გამოიყო.

მოეწყო კლინკერის ახალი საწარმოო ხაზი. ასევე, დამონტაჟდა უმაღლესი სტანდარტის ფილტრაციის სისტემა და ემისიების მუდმივი მონიტორინგის სპეციალური აპარატურა, რომლის საშუალებითაც, საწარმოო მტვრისა და გამონაბოლქვის რაოდენობის გაკონტროლება ონლაინ რეჟიმში იქნება შესაძლებელი.

პროექტი „საქართველოს თანაინვესტირების ფონდისა“ და „ჰანიველ პარტნერსის“ მხარდაჭერით განხორციელდა.

Previous articleსოფელ პერევში თიხის გადამამუშავებელი ქარხანა აშენდება
Next articleბელარუსში ქართული პროდუქციისთვის სავაჭრო სივრცე იხსნება