ბელარუსის დედაქალაქში, მალე ქართული კულტურის ცენტრი გაიხსნება, სადაც ქართული წარმოების პროდუქტებიც გაიყიდება.
შენობის რემონტისა და აღჭურვისთვის ქართული მხარე 600 ათასი დოლარის დახარჯვას აპირებს, რომელიც ,,საპარტნიორო ფონდის” შვილობილმა კომპანიამ ,,ქართულმა ნატურალურმა პროდუქტებმა” უნდა განკარგოს. სწორედ ბელარუსში დაფუძნებული ეს კომპანია იმუშავებს ქართული პროდუქციის პოპულარიზაციაზე.
სავაჭრო სივრცეში განთავსდება ღვინის მაღაზია და მარანი, ქართული კვების ობიექტები, ასევე გაიყიდება ქართული წარმოების პროდუქტები, მინერალური და არაალკოჰოლური სასმელები, იმუშავებს საგამოფენო სივრცეც.