იძულებით გადაადგილებული პირების დახმარების მიზნით, გერმანია საქართველოს გრანტის სახით 10 მილიონ ევროს გადასცემს.
პროექტის ფარგლებში დევნილების საცხოვრებელი სახლებით უზრუნველყოფა, სხვადასხვა ინფრასტრუქტურული და დასაქმებასთან დაკავშირებული ღონისძიების განხორციელება იგეგმება.
პროექტი დევნილების გრძელვადიანი განსახლებისთვის, ეკონომიკური, სოციალური და საგანმანათლებლო ინტეგრაციისთვის აქტივობებს ითვალისწინებს.