კიდევ ერთი წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე − მიმდინარე წლის 21 თებერვალს ქალაქ ვენაში საქართველო საერთაშორისო ანტიკორუფციული აკადემიის (IACA) პრეზიდენტად აირჩიეს.
საერთაშორისო ორგანიზაციას და, ამავე დროს, უმაღლესი განათლების ინსტიტუტს, რომლის მიზანი კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით არსებული გამოწვევების ანალიზი, საუკეთესო პრაქტიკის იდენტიფიკაცია და მსოფლიოს მასშტაბით სფეროს პროფესიონალების მომზადებაა, დღეიდან საქართველო უხელმძღვანელებს.
საერთაშორისო ანტიკორუფციული აკადემიის (IACA) პრეზიდენტად არჩევა კორუფციის წინააღმდეგ გატარებული რეფორმების წარმატებით და შედეგებით არის განპირობებული.