თიანეთი-ახმეტას 28 კმ-იანი გზის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.

თიანეთი-ახმეტას გზაზე დაგეგმილია არსებულ გრუნტის გზაზე სრული რეაბილიტაციის ჩატარება და ასფალტ-ბეტონის საფარიანი გზის მოწყობა.

პროექტის ფარგლებში აშენდება 2 ახალი და რეაბილიტირდება 1 არსებული ხიდი.

ამ დროისთვის, გზის საფუძვლის ქვედა ფენის დამუშავების და ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

პროექტის განხორციელების შემდეგ, თიანეთი და ახმეტა განახლებული და კომფორტული გზით დაუკავშირდება ერთმანეთს.

Previous articleზესტაფონის მუნიციპალიტეტში გაზიფიცირების სამუშაოები მიმდინარეობს
Next articleგორში ახალი სამაცივრე მეურნეობა აშენდა