ზესტაფონის მუნიციპალიტეტში გაზიფიცირების სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტის მიხედვით ოთხი სოფლის – ზედა და ქვედა კლდეეთის, ტაბაკინის და თვრინის გაზიფიცირება იგეგმება. გაზიფიცირების სამუშაოების დასრულების შემდეგ 900 აბონენტი მიიღებს ბუნებრივ აირს.
მიმდინარე სამუშაოები 2020 წლის მარტის თვეში დასრულდება.