პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით რეგიონებს ახალი ავტობუსები გადაეცათ.

დღეიდან ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონების მოსახლეობას ახალი 51 ერთეული ავტობუსი მოემსახურება.

პროექტი ითვალისწინებს „ისუზუს“ ფირმის 154 ერთეული, 8-მეტრიანი ავტობუსების შესყიდვას, რომლებიც ქვეყნის 38 მუნიციპალიტეტში გადანაწილდება. ახალი ავტობუსების შესყიდვისთვის ბიუჯეტიდან 53 მილიონ ლარამდეა გამოყოფილი.

ახალი, კომფორტული, EURO 5-ი სტანდარტის ავტობუსები ქვემო ქართლის მხარეში, ხუთ მუნიციპალიტეტს რუსთავს, მარნეულს, ბოლნისს, დმანისსა და თეთრიწყაროს გადაეცათ. ავტობუსების შეძენით რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობას წლების განმავლობაში არსებული შიდა სატრანსპორტო გადაადგილებასთან დაკავშირებული პრობლემა მოუგვარდება. გარდა ამისა, შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები.

თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ავტობუსები 47 მგზავრზეა გათვლილი და ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

გარდა ავტობუსებისა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით მუნიციპალიტეტებისთვის ასევე შეძენილია 90-მდე, 10 და 16-კუბიანი „ივეკოს“ ფირმის ნაგავმზიდები, რომლებიც საქართველოს ყველა რეგიონში გადანაწილდება.

Previous articleბათუმში საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრი გაიხსნა
Next articleპრემიერ-მინისტრის ანგარიში 2023